,,წყალტუბო პლაზა"24-25 მაისი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია.

წყლტუბო პლაზა. 24-25 მაისი

24 მაისი.თავისუფალ დროს

პრომეთეს მღვიმე

пятница, 27 марта 2015 г.

კონფერენცია

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!                                                                

ხობის  საგანმანათლებლო  რესურსცენტრი  და    საჯარო  სკოლების   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მუნიციპალური  კათედრა  2015 წლის  30 მაისს გეგმავს პედაგოგთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის  მიზანი:

  • მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება .
  •  წარმატებული  მასწავლებლების  წახალისება;
  • ეფექტური, ინოვაციური  მეთოდების პრაქტიკულად  გამოყენების  სწავლება;
  • ტექნოლოგიების  გამოყენების  გზით სასწავლო პროცესისი  ხარისხის  ზრდის ხელშეწყობა.
კონფერენციის  ამოცანები:

მასწავლებელთა  მოტივირება; 
 მათ შორის  თანამშრომლობისა  და  კომუნიკაციის  ხელშეწყობა;
ტექნოლოგიების ინტეგრირება  სასწავლო  პროცესში;
სწავლა-სწავლების  ინოვაციური  მიდგომების  გაზიარება.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები: 

  • გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარება; 
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; 
  •  მშობელთა და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა; 
  • ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
კონფერენციაზე      შეიძლება     წარმოადგინოთ  შემდეგი  თემატიკის  ნამუშევრები:

  • პროექტი/პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლება;
  • პედაგოგიური  კვლევა;
  • ინოვაციური  მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება;
  •  საგანმანათლებლო  რესურსის  შექმნა-გამოყენება;
  • არაფორმალური  სწავლება;
  • სადამრიგებლო  კლასთან  მუშაობის  სიახლეები
  • დიფერენცირებული  სწავლება;
  • შებრუნებული  საკლასო  ოთახი
  • ინტეგრირებული  გაკვეთილი
  • ; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;
  •  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  •  მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა; 
  • კლასის მართვა; კომუნიკაცია და სხვა. 
  • კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის შინაარსს. 
მოსალოდნელი შედეგი:
  •  თანამშრომლობითი გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; 
  •  სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 

ეტაპები  და   ვადები:

I ეტაპი:    საკონკურსო  მასალების  წარდგენის  ბოლო  ვადაა  15 მაისი -

                                 მასალები  გამოაგზავნეთ  შემდეგ  მისამართზე:


docendodiscimus2013@gmail.com

II ეტაპი:   გადარჩევა   ტექნიკური  პარამეტრების  მიხედვით -  25 მაისი
III  ეტაპი: გამარჯვებული  თემების  რაიონულ  კონფერენციაზე  პრეზენტაცია  -30 მაისი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

 კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს.
 საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს პედაგოგის მიერ 2014-2015 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობა/აქტივობებს. 
კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი (იხილეთ ბმული) წარადგინოს მასწავლებელთა  რაიონული  კათედრის   შესაბამისი მიმართულების საგნობრივ ექსპერტ-კონსულტანტთან.
 ზემოხსენებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2015 წლის 1 აპრილიდან  და გაგრძელდება 2015 წლის 15  მაისის  ჩათვლით (მითითებული ვადების დარღვევით შემოსული განაცხადი არ 

წარმოდგენილი  ნამუშევარი   უნდა  იყოს:

        A4 ფორმატის  არაუმეტეს 4 გაშლილი  გვერდისა
  • ყველა ქართული ტექსტისათვის გამოიყენეთ ქართული UNICODE-შრიფტი(მაგალითად SYLFAEN), ზომა12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი - 1.
  • აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება - 1სმ.
  • დაშორება ფურცლის ყველა კიდიდან - 2სმ. თავსართი (header) – 1სმ, ბოლოსართი (footer) – 1,3სმ;
  • სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:
    • სათაური (ცენტრირებული, გასქელებული (Bold), ზომა14);
    • მონაცემები ავტორის (თითოეული თანაავტორის) შესახებ:
      • გვარი და სახელი (ცენტრირებული, ზომა 12);
      • ორგანიზაციის დასახელება და მისამართი (ცენტრირებული, ზომა 10);
    • ანოტაცია (რეზიუმე) სტატიის ენაზე (დაშორება მარცხნიდან = 2სმ, დახრილი (Italic), ზომა 12). ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და რთულ ფორმულებს.
  • სტატიის შესავალი და ტექსტი დაყავით აბზაცებად, პუნქტებად და ქვეპუნქტებად;
  • თუ სტატია შეიცავს ნახაზებს ან ნახატებს, აუცილებელია:
    • ნახაზი მოათავსეთ შესაბამისი ტექსტის გვერდით;
    • დოკუმენტის გადაფორმატების შემთხვევაში ნახაზი უნდა მისდევდეს ტექსტს;
    • ნახაზს უნდა ჰქონდეს წარწერა;
    • ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).
  • გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა გააფორმეთ შემდეგნაირად:
    • ლიტერატურის ნუსხა შედგინეთ ტექსტში მისი გამოყენების თანმიმდევრობის მიხედვით;
    • არ მიუთითოთ გამოუქვეყნებელი ნაშრომები (დაცული დისერტაციების გარდა);
  •  თითოეულ  მოხსენებას  უნდა  ახლდეს   პრეზენტაცია  მაქსიმუმ 15 სლაიდი. შესრულებული  POWER POINT  ფორმატში

გისურვებთ  წარმატებებს!

суббота, 14 марта 2015 г.


მეგობრებო,


ეს არის  სქემის ძირითად  ასპექტები.  სრული  პრეზენტაციის  სანახავად  სლაიდის  ბოლოს  პატარა  კვადრატზე.



вторник, 10 марта 2015 г.

ახალი და ძველი ესგ (1-ლი საფეხური)



მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, თქვენც იხილეთ 1-ლი საფეხურის შეცვლილი ესგ. ვეცადე, შემედარებინა ძველი და ახალი. მასალა საკმაოდ დიდია და ერთბაშად ვერ ავტვირთე, ამიტომ მხოლოდ 1-ლ ი კლასისას დავდებ. ჩემი დაკვირვებით, სტანდარტი და ინდიკატორები თითქმის არაა შეცვლილი. პრეზენტაციის მარცხნივ ძველი(მოქმედი) სტანდარტია, მარჯვნივ-ახალი. წითლით ჩასწორებული ფრაზებია აღნიშნული, ლურჯით-რითაც განსხვავდებიან. განსაკუთრებით დაწყებითების მასწების აზრი მაინტერესებს,  რამდენად მოგწონთ ახალი?


.............. ............. ...........

понедельник, 9 марта 2015 г.

27.03.2015


 




 27 თებერვალს ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფილოლოგთა მეორე სემინარი. შეხვედრის თემა: 1. კითხვის სტრატეგიებზე მუშაობა. 2. სამოდელო გაკვეთილი  ტრატეგ ამ  სტრატეგიების  გამოყენებით.
      განვიხილეთ  კითხვის  სტრატეგიები.  ეკა  ცხადაიამ  კოლეგებს  გააცნო  სწრაფი კითხვის  ტრენაჟორი. ელექტრონული  რესურსის  გაცნობის  შემდეგ  ჩატარდა  სა,ოდელო  გაკვეთილი  მასწავლებლებისთვის..



27.02.2015 Workshop. by Slidely Slideshow