პროექტი-გეოგრაფია

დედამიწა- ჩვენი საერთო სახლი

პროექტის სახელწოდება
პლანეტა დედამიწა-ჩვენი საერთო სახლი
პროექტის მთავარი იდეა
გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სახლს,მის ბუნებას,დავიცვათ იგი დაღუპვისაგან.
პროექტის აქტუალობა
დედამიწა საფრთხის წინაშე დგას, რასაც მოწმობენ გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოლოგიური კატასტროფები.
პროექტის მიზნები
ჩავუნერგოთ ბავშვებს ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულება, გავაცნოთ მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები სამყაროს მიმართ .თავდ ჩაერთონ გარემოს დაცვისა და დასუფთავების პროცესში

მონაწილეები
მონაწილეთა ასაკი

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები
12-17 წელი


ვადები-ხანგრძლივობა


ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგი
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა,გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება,დასუფთავებული სკოლის ეზო, ქუჩები ,გაშენებული ნარგავები, სლაიდ-შოუს  შექმნა
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
წიგნები, ენციკლოპედია, ინტერნეტი,პროექტორი,ნერგები.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და მათი ანალიზი,ფოტომასალის შეგროვება;
შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება ;
ბუკლეტებისა და პლაკატების შექმნა;
მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება;
სკოლის ეზოში ნერგების დარგვა;
სლაიდ-შოუს შექმნა.
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, უცხო ენები, სამოქალაქო განათლება.
პროექტის ხელმძღვანელი
მანანა წულეისკირი

,,დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი"

0 коммент.:

Отправить комментарий