,,წყალტუბო პლაზა"24-25 მაისი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია.

წყლტუბო პლაზა. 24-25 მაისი

24 მაისი.თავისუფალ დროს

პრომეთეს მღვიმე

вторник, 26 мая 2015 г.


წყალტუბო პლაზა. 24-25 მაისი 2015. ხობის  მუნიციპალიტეტის  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის მასწავლებელტა  კონფერენცია. კონფერენციის  მასალები      იხილეთ ამ გვერდზე .












понедельник, 25 мая 2015 г.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია სასტუმროში,, წყალტუბო პლაზა"

ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მხარდაჭერით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სასკოლო ქსელის პროექტის ფარგლებში 2015 წლის 24-25 მაისს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო ,, წყალტუბო პლაზა“-ში ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია.
  კონფერენციის მიზანი იყო:
  მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიური-პრაქტიკული კვლევების უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
  წარმატებული მასწავლებლების წახალისება;
  ეფექტური, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკულად სწავლების გამოყენების სწავლება;
  კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: მაია ინასარიძე - ქართული ენისა და ლიტერეატურის ექსპერტ-კონსულტანტი,  მედეა სამსონია - სასკოლო ქსელების კოორდინატორი.
  კონფერენციაზე თემები წარადგინეს ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა.  
საგანმანათლებლო კონფერენცია დახმარებას გაუწევს სასკოლო ქსელებში გაერთიანებულ სკოლებს  თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებაში, წინსვლასა და განვითარებაში
კონფერენციის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები










                                                                              

суббота, 23 мая 2015 г.

ზღაპრის კვირეულს გახსნილად ვაცხადებთ.ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული გაკვეთილი. პროექტის სახელწოდება: ზღაპრის კვირეული პროექტის მთავარი იდეა: მოგზაურობა წარსულში ტროას ცხენთან ერთად. პროექტის მიზანი: ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის,პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.მოსწავლეები გაიმდიდირებენ უცხო სიტყვათა მარაგს.შეძლებენ ზედსართავი სახელებისა და ზმნების კატეგორიებად დაყოფას.დახვეწენ სამეტყველო საკომუნიკაციო უნარ- ჩვევებს.მონაწილეობას მიიღებენ ინსცენირებაში,აირჩევენ როლის შესაბამის ინტონაციას და სხვა გამომსახველობით ხერხებს.გაიუმჯობესებენ წერის კულტურას.შეძლებენ ბროშურის დამზადებასა და გაფორმებას. მოსწავლეთა ასაკი: 3 კლასი ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე რესურსი: ფორმატი,ფერადი ქაღალდი,მაკრატელი, წებო,ბუკი

nana litvinenko's Slidely by Slidely Slideshow


 The Turnip" in Kariata school by Lela Kalandadze 22.05.2015 (rolebi gainaciles 2-4 klasis moscavleebma, ilustraciebit zghapridan gaaporma me-7 klasma, teknikuri mxardachera - me-9 klasi... )








среда, 6 мая 2015 г.


უცხო ენის გაკვეთილი დადიანების მუზეუმში
ხობის  მუნიციპალიტეტის  უცხო  ენის  მასწავლებელთათვის:
6  უმნიშვნელოვანესი  პუნქტი  აღმოჩენით  სწავლებისა  და  კომუნიკაციური გაკვეთილისათვის  მუზეუმში.
1 1.    უპირველეს  ყოვლისა,  აცადეთ  ობიექტს  მნახველზე  ზემოქმედების  მოხდენა  და თავის  თავზე  საუბარი;
   2.   მიეცით  დამთვალიერებელს  შესაძლებლობა  უცხო  გარემოში  შეხვდეს  და  აღმოაჩინოს  საკუთარი / მისეული;
  3.   ენდეთ  მოსწავლის  თვალებს,  ცნობისმოყვარეობას,  მსოფლმხედველობას;
  4.    მოსწავლეს   მიეცით  საშუალება  თავად
-         აღმოაჩინოს;
-         გაიგოს;
-         შეიგრძნოს.
  5.    თქვენ,  როგორც  მასწავლებელი,  გახდით  თქვენი  მოსწავლეებისათვის  კომპასი. თქვენთვის  ცნობილია  მიზანი.  ამდენად,  დაეხმარეთ  თქვენს  ჯგუფს  საკუთარი  სწორი  გზის  ძიებასა  და  პოვნაში.  ძალიან  დიდი  სიფრთხილით  გაუძეხით  მათ  დასახული  მიმართულებით.
-         პროვოცირება  გაუკეთეთ  მიზნობრივი  შეკითხვებით  ( რითი  შეიცნობა?...)
-         ყურადღება  გაამახვილებინეთ  მათთვის  აქამდე  უცნობ  ობიექტებზეც  კი;
-         მოსწავლეს  მიეცით   საკუთარი  თავის  იდენტიფიცირების,  შეგრძნებების  აღმოცენებისა  და  გამოხატვის  შესაძლებლობა;

  6.   თქვენი  ცოდნა  გადაეცით  ბოლოს!!!
ერთხელ  კიდევ    შეაჯამეთ,  თუ  რა  ნახეს,  რისი  ინტერპრეტირება  გააკეთეს.  განავრცეთ  ის,  რისი  აღმოჩენაც  მოსწავლეებმა  ვერ  შეძლეს / ვერ  მოახერხეს.  ობიექტი  წარუდგინეთ  სწორ  შინაარსობრივ  და  დროის  ჩარჩოში.




წარმატებებს  გისურვებთ  შეგრძნებების  ჯადოსნურ  სამყაროში  თქვენს  თანამგზავრებთან  ერთად!!!





nana litvinenko's Slidely by Slidely Slideshow

понедельник, 4 мая 2015 г.

      პროექტი

   ქ. ხობის საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა სასკოლო ქსელის ფარგლებში დაიგეგმა დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული. 
   კვირეული გაიხსნა 22 აპრილს აქცია ,,მწვანე ლენტით" და დაიხურა 29 აპრილს ,,ფლეშ მობით". 
   პროექტის იდეის საფუძველია გარემოში არსებული გლობალურ-ეკოლოგიური პრობლემები. 
   პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება. 
   პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები: მოსწავლეებმა მოაწყვეს შიდასასკოლო კონფერენციები, მოაწყვეს გამოფენები, განახორციელეს პროექტი ,,დარგე თუნდაც ერთი ხე", ჩაატარეს ექსპერიმენტები და სხვა.




ქ. ხობის №1 საჯარო სკოლა


22 აპრილი - აქცია ,,მწვანე ლენტი" 
23 აპრილი - ექსპერიმენტის დღე
                                               
24 აპრილი - კონფერენცია თემაზე ,,ეკოლოგია" 
27 აპრილი - ,,მოგზაურობა ბუნებაში"
28 აპრილი - ,,დავრგოთ თუნდაც ერთი ხე"

                                                    29 აპრილი - შოუ ,,ექიმები"
                                                       29 აპრილი - ფლეშ-მობი



ხეთის საჯარო სკოლა

1 დღე - დედამიწის კვირეულის გახსნა
2 დღე - დასუფთავების აქცია
3 დღე - აქცია სოფლის ცენტრში
4 დღე - კონფერენცია ,,დედამიწა ჩვენი სახლია"
5 დღე - ლაშქრობა ჯეგეთის მთაზე
6 დღე - პროექტი ,,ვიტამინები"
7 დღე - ექსპერიმენტი





ახალი სოფლის საჯარო სკოლა

2 დღე - ლექცია-სემინარი ,,ეკოლოგიური პრობლემები და ბუნების დაცვითი ღონისძიებები"

3 დღე - ჩანახატების კონკურსი და ასფალტზე ხატვა.




4 დღე - აქცია ,,დარგე ხე, გაამწვანე გარემო"


ახალი ხიბულის №2 საჯარო სკოლა

ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები: მოეწყო გამოფენა (კედლის გაზეთებით); აქცია ,,დავროთ თუნდაც ერთი ხე" და დასუფთავდა სკოლის ეზო.








პატარა ფოთის საჯარო სკოლა

1 დღე - ვიდეორგოლის ჩვენაბა ,,მცენარეთა მრავალფეროვნება"

2 დღე - კედლის გაზეთი ,,დედამიწის დღე"

3 დღე - აქტივობა ,,დედამიწის გადარჩენა იწყება ჩვენი ეზოდან"


შუა ხორგის საჯარო სკოლა

ჩატარდა კონფერენციები სხვადასხვა თემებზე, ასევე სკოლის კედლებზზე გამოიფინა კედლის გაზეთები თემაზე ,,დედამიწის დღე"








თორსის საჯარო სკოლა

1 დღე - აქცია ,,დედამიწის დღე"

3 დღე - აქცია ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი" (მარათონი)

3 დღე - კონფერენცია თემაზე ,,თამბაქოს მავნე ზემოქმედება"

4 დღე - ექსპერიმენტები წყალზე


ჭალადიდის საჯარო სკოლა

მოხდა პრეზენტირება ,,ჯანსაღი ცხოვრების წესზე"






ყულევის საჯარო სკოლა

ჩატარდა კვლევა თემაზე ,,სათბურის ეფექტი"






ხამისქურის საჯარო სკოლა

დღე პირველი :დასუფთავების დღე


დღე მეორე:დედამიწის გლობალური პრობლემები

დღე მესამე: ხატვის კონკურსი
დღე მეოთხე:კედლის გაზეთი

                                                   დღე მეხუთე; საზეიმო დახურვა,,გაამწვანე შენი სკოლა"

ზემო ქვალონის საჯარო სკოლა

1 დღე - ,,დედამიწა და გალქტიკა"
2 დღე - სტენდი "ჩვენ და ბუნება"
3 დღე - ფილმის ჩვენება:"თანამედროვე ბიოლოგიის მიღწევები"
4 დღე - ონლაინ- ხატვა "ნუ ვიქნებით დამოკიდებულნი"
5 დღე - სკოლის ეზოში ყვავილნარის გაშენება