ხობის მუნიციპალიტეტის უცხო ენის მასწავლებელთათვის:
6 უმნიშვნელოვანესი პუნქტი
აღმოჩენით სწავლებისა და კომუნიკაციური
გაკვეთილისათვის მუზეუმში.
1 1. უპირველეს ყოვლისა,
აცადეთ ობიექტს მნახველზე
ზემოქმედების მოხდენა და თავის
თავზე საუბარი;
2. მიეცით დამთვალიერებელს შესაძლებლობა
უცხო გარემოში შეხვდეს
და აღმოაჩინოს საკუთარი / მისეული;
3. ენდეთ მოსწავლის
თვალებს, ცნობისმოყვარეობას, მსოფლმხედველობას;
4. მოსწავლეს მიეცით
საშუალება თავად
-
აღმოაჩინოს;
-
გაიგოს;
-
შეიგრძნოს.
5. თქვენ, როგორც
მასწავლებელი, გახდით თქვენი
მოსწავლეებისათვის კომპასი. თქვენთვის ცნობილია
მიზანი. ამდენად, დაეხმარეთ
თქვენს ჯგუფს საკუთარი
სწორი გზის ძიებასა
და პოვნაში. ძალიან
დიდი სიფრთხილით გაუძეხით
მათ დასახული მიმართულებით.
-
პროვოცირება გაუკეთეთ
მიზნობრივი შეკითხვებით ( რითი
შეიცნობა?...)
-
ყურადღება გაამახვილებინეთ მათთვის
აქამდე უცნობ ობიექტებზეც
კი;
-
მოსწავლეს მიეცით
საკუთარი თავის იდენტიფიცირების, შეგრძნებების
აღმოცენებისა და გამოხატვის
შესაძლებლობა;
6. თქვენი ცოდნა გადაეცით ბოლოს!!!
ერთხელ კიდევ
შეაჯამეთ, თუ რა ნახეს, რისი ინტერპრეტირება გააკეთეს.
განავრცეთ ის, რისი აღმოჩენაც მოსწავლეებმა
ვერ შეძლეს / ვერ მოახერხეს.
ობიექტი წარუდგინეთ სწორ შინაარსობრივ და დროის ჩარჩოში.
წარმატებებს
გისურვებთ შეგრძნებების ჯადოსნურ
სამყაროში თქვენს თანამგზავრებთან ერთად!!!
nana litvinenko's Slidely by Slidely Slideshow
0 коммент.:
Отправить комментарий