ანგარიში/ინკლუზია





       ინკლუზიური განათლების პროექტის ,,ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი"–ს ფარგლებში  დღეს,15 მაისს,ქალაქ ხობის პირველ საჯარო სკოლაში ასოციაცია ,,დეამ"მოაწყო  კინოფილმის,,სიმულიანტი"–ს ჩვენება.
        კინოჩვენების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე საზოგადოების სტერეოტიპული ხედვებისა და დამოკიდებულებების დაძლევა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის მხარდაჭერისკენ.
         ფილმის ჩვენებას ესწრებოდა პროექტების კოორდინატორი ქალბატონი ივეტა წითაშვილი,  
  ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია,მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეთანხმდნენ ,რომ შესაძლებლობების შეზღუდვა არ არის საზოგადოების დაყოფის საფუძველი,რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და შესაძლებლობების რეალიზება  მხოლოდ ისეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი,რომელიც ითვალისწინებს მთავრობის პასუხისმგებლობას,საზოგადოების მიერ პრობლემის გათავისებას,მოსახლეობისა და განსაკუთებით ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების     ყველა დონეზე  .                                                                                  



















                                    

0 коммент.:

Отправить комментарий