,,წყალტუბო პლაზა"24-25 მაისი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია.

წყლტუბო პლაზა. 24-25 მაისი

24 მაისი.თავისუფალ დროს

პრომეთეს მღვიმე

понедельник, 3 августа 2015 г.





ვაჟა- ფშაველას კონკურსში გამარჯვებული  ხობის  მუნიციპალიტეტის  #1 საჯარო  სკოლის 16 მოსწავლე 2  აგვისტოდან  22  აგვისტოს  ჩათვლით  ისწავლის  ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, წყნეთში, ბაქსვუდის  საერთაშორისო სკოლის ბაზაზე. 
მოსწავლეები გაივლიან   3 კვირიან ინტენსიურ (არანაკლებ 20 საათი კვირაში) ინგლისური ენის საზაფხულო კურსებს.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებიდან შეირჩევა 36  საუკეთესო მოსწავლე,
(12 მოსწავლე - თითო ნაკადიდან).
 რჩეულები  სამ ნაკადად გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში.
 წარმატებები  ვუსურვოთ  ჩვენი  მუნიციპალიტეტის  წარგზავნილებს.




суббота, 27 июня 2015 г.

ხობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება






        ხობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას  იუბილესადმი  მიძღვნილ თეატრალურ  ფესტივალში საპატიო  მეორე  ადგილ  და  2000 ლარის  ოდენობის  ფულადი  ჯილდო  მოიპოვეს,
      ვულოცავთ  გამარჯვებას  მასწავლებლებს, მოსწავლეებს,  მთელ  სკოლას  და  ვუსურვებთ  .წარმატებებს  მომავალში.


.

понедельник, 1 июня 2015 г.


















24-25 / 05 / 2015 TSKALTUBO PLAZA by Slidely Slideshow

პრომეთეს მღვიმე, კინჩხა, ოკაცეს კანიონი. by Slidely Slideshow

вторник, 26 мая 2015 г.


წყალტუბო პლაზა. 24-25 მაისი 2015. ხობის  მუნიციპალიტეტის  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის მასწავლებელტა  კონფერენცია. კონფერენციის  მასალები      იხილეთ ამ გვერდზე .












понедельник, 25 мая 2015 г.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია სასტუმროში,, წყალტუბო პლაზა"

ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მხარდაჭერით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სასკოლო ქსელის პროექტის ფარგლებში 2015 წლის 24-25 მაისს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო ,, წყალტუბო პლაზა“-ში ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია.
  კონფერენციის მიზანი იყო:
  მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიური-პრაქტიკული კვლევების უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
  წარმატებული მასწავლებლების წახალისება;
  ეფექტური, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკულად სწავლების გამოყენების სწავლება;
  კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: მაია ინასარიძე - ქართული ენისა და ლიტერეატურის ექსპერტ-კონსულტანტი,  მედეა სამსონია - სასკოლო ქსელების კოორდინატორი.
  კონფერენციაზე თემები წარადგინეს ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა.  
საგანმანათლებლო კონფერენცია დახმარებას გაუწევს სასკოლო ქსელებში გაერთიანებულ სკოლებს  თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებაში, წინსვლასა და განვითარებაში
კონფერენციის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები










                                                                              

суббота, 23 мая 2015 г.

ზღაპრის კვირეულს გახსნილად ვაცხადებთ.ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული გაკვეთილი. პროექტის სახელწოდება: ზღაპრის კვირეული პროექტის მთავარი იდეა: მოგზაურობა წარსულში ტროას ცხენთან ერთად. პროექტის მიზანი: ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის,პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.მოსწავლეები გაიმდიდირებენ უცხო სიტყვათა მარაგს.შეძლებენ ზედსართავი სახელებისა და ზმნების კატეგორიებად დაყოფას.დახვეწენ სამეტყველო საკომუნიკაციო უნარ- ჩვევებს.მონაწილეობას მიიღებენ ინსცენირებაში,აირჩევენ როლის შესაბამის ინტონაციას და სხვა გამომსახველობით ხერხებს.გაიუმჯობესებენ წერის კულტურას.შეძლებენ ბროშურის დამზადებასა და გაფორმებას. მოსწავლეთა ასაკი: 3 კლასი ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე რესურსი: ფორმატი,ფერადი ქაღალდი,მაკრატელი, წებო,ბუკი