10 თებერვალი
I შეხვედრა
1. შეხვედრის მიზნის გაცნობაკოორდინატორებმა ხობის მუნიციპალიტეტის დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განუმარტეს შეხვედრის მიზანი. მსგავსი სექციური შეხვედრების მიზანია: დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა, კვლევებისა და პროექტების ჩატარება/განხორციელება, პრობლემათა განსაზღვრა და გადაჭრის გზების ძიება.
2. ხობის რაიონში სასწავლო წლის ბოლოსთვის გაიმართება სასწავლო კონფერენცია,რომლის მიზანია საუკეთესო პრაქტიკოს მასწავლებელების გამოვლენა.დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა უნდა შეაჩიონ საკონფერენციო მიმართულება და თემა.
24 თებერვალი
II შეხვედრა
1. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ისაუბრეს მოსალოდნელ კონფერეციაზე.დიდი მსჯელობის შემდეგ განისაზღვრა საკონფერენციო მიმართულება და თემა.თემა შეეხებოდა მოსწავლეთა წიგნიერების კვლევას I-IV კლასებში.
2. მასწავლებლებმა შექმნეს ტესტების შემდგენელი კომისია,რომელთა შემადგენლობაში შევიდნენ შემდეგი მასწავლებლები:
1. ლალი ფეტელავა -პირველი მაისის საჯარო სკოლა,კოორდინატორი
2. ბელა ლაგვილავა -პირველი მაისის საჯარო სკოლა,კოორდინატორი
3. ლალი ჩიტაია -ხობის N1 საჯარო სკოლა
4. ლანა სერგია - საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა
5. ნონა კიკნაველიძე - საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა
6. თამუნა ბერაია - ნოჯიხევის N1
7. ნონა ფილიპია - ნოჯიხევის N 1
8. ლია მამულაძე - შავღელეს საჯარო სკოლა
7. მარტი
III შეხვედრა
კომისიის წევრების სამუშაო დღე 1
კომისიის წევრებმა შეარჩიეს წასაკითხი ტექსტები I-IV კლასებისათვის.ტექსტებთან ერთად მოამზადეს აქტივობები მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შესამოწმებლად.
11 მარტი
IV შეხვედრა
კომისიის წევრების სამუშაო დღე 2
კომისიის წევრებმა სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურის გამოყენებით შეადგინეს როგორც მხატვრული,ასევე საინფორმაციო სახის ტესტები.ტესტებით მოწმდება წაკითხული ტექსტის გაგება- გააზრება.ზემოთაღნიშნული ტესტირება განკუთვნილია მხოლოდ III - IV კლასის მოსწავლეებისათვის.
24 მარტი
V შეხვედრა
1.კომისიამ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს წარუდგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.კომისიამ იმსჯელა შერჩეულ ტექსტებზე,ტესტის აგების პრინციპებზე.შეფასების კრიტერიუმებსა და სქემაზე.შედგენილი ტესტები განკუთვნილია ყველა დონის მოსწავლისათვის. ტესტირებისთვის განისაზღვრა დრო -60 წუთი.
2. ტესტირების ჩასატარებლად მასწავლებელთა ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია აპრილის ბოლო კვირა,რომელიც შეთანხმებულ უნდა იქნეს რესურსცენტრთან და სკოლის დირექტორებთან.
3. დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეულის დაგეგმვა სკოლებში.
მასწავლებლებმა დაგეგმეს დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის მოწყობა სკოლებში.კვირეულის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება.მასწავლებლებმა კვირეულისთვის უნდა წარმოადგინონ გეგმები. კვირეულის ჩატარების დროა -20 აპრილი-24 აპრილი.
25 აპრილი
VI შეხვედრა
1. შუა ხორგის საჯარო სკოლის გამოცდილების გაზიარება
შუა ხორგის მასწავლებლებმა ისაუბრეს მათ სკოლაში დანერგილ პროექტზე, რომელსაც ახორციელებს განათლების სამინისტრო GPrade -სთან ერთად.ისაუბრეს მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობაზე,GPrade -მიერ მასწავლებელთა საქმიანობისა და დაგეგმილი სტრატეგიების შეფასებაზე.
2. შუა ხორგის I კლასის მასწავლებელმა როგნედა ქარდავამ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში. თემა: ასო-ბგერა "თ"
გაკვეთილისთვის განკუთვნილი იყო 35 წთ. მასწავლებელმა წარმოადგინა გაკვეთილის მიზანი, გაკვეთილის გეგმა,გამოიყენა მიზნის შესაბამისი რამდენიმე აქტივობა, გამოიყენა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი. სასწავლო გარემო იყო პოზიტიური.
3. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ შეიქმნა მასწავლებელთა ჯგუფები,რომლებმაც აღნიშნული გაკვეთილი შეაფასეს გაკვეთილის შეფასების სქემის მიხედვით.ჩატარებული გაკვეთილი შეფასდა დადებითად.
წიგნიერების კვლევა
19 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების III-IV კლასებში ჩატარდა წიგნიერების კვლევა. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების შემოწმება. ტესტირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში,ასევე მშობლებში. ამ აქტივობამ მთელი რაიონის დაწყებითი კლასების მასწავლებლები ერთ მუშტად შეკრა.ყველა გაფაციცებით ელოდება კვლევის შედეგებს.
გვინდა ხობის მუნიციპალიტეტის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა კათედრის სახელით მადლობა გადავუხადოთ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა გერგაიას,რომელიც არის ყველა კრეატიული პროექტისა თუ იდეის ავტორი,რომელმაც დაგვაკავშირა და დაგვამეგობრა რაიონის პედაგოგები. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო ხათუნა, იმისთვის რომ ამის საშუალება მოგვეცით!
პატივისცემით: ხობის მუნიციპალიტეტის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა კათედრა
0 коммент.:
Отправить комментарий