16 მაისი
1 მაისი
27 მარტი
27 მარტს ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ქართული ენის მასწავლებლების სემინარი. სემინარი მიეძღვნა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებელთა კონფერენციას. შევათანხმეთ სამუშაო თემები, ასევე, შევიმუშავეთ კრიტერიუმები, ვადები.შევთანხმდით კონფერენციის თარიღზე.
3 მარტი
3 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ქართული ენის მასწავლებლების ტრენინგ-სემინარი პორტფოლიოს რაობასა და ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა-მართვის სწავლებით.ტრენინგ-სემინარის ხელმძღვანელი ეკა ცხადაია.
გავეცანით პორტფოლიოს რაობას. სქემის მოთხოვნებს. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოები.
27 თებერვალს
ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფილოლოგთა მეორე სემინარი.
შეხვედრის თემა: 1. კითხვის სტრატეგიებზე მუშაობა.
2. სამოდელო გაკვეთილი ამ სტრატეგიების გამოყენებით.
განვიხილეთ კითხვის სტრატეგიები. ეკა ცხადაიამ კოლეგებს გააცნო სწრაფი კითხვის ტრენაჟორი. ელექტრონული რესურსის გაცნობის შემდეგ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მასწავლებლებისთვის..
განვიხილეთ კითხვის სტრატეგიები. ეკა ცხადაიამ კოლეგებს გააცნო სწრაფი კითხვის ტრენაჟორი. ელექტრონული რესურსის გაცნობის შემდეგ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მასწავლებლებისთვის..
13 თებერვალს ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მუნიციპალიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი :
- საერთო ღონისძიებების დაგეგმვა;
- საჭირო პრობლემების დადგენა;
- შეხვედრების გრაფიკის შემუშავება;
- შემდგომი შეხვედრების თემატიკის დადგენა.
პირველ შეხვედრაზე ფილოლოგები გაეცნენ მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციაზე, წარმატებული .პედაგოგიური პრაქტიკის მასალებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემური გახლავთ ვრცელ ტექსტებთან მუშაობა. დაიგეგმა, მომდევნო შეხვედრა მიეძღვნებოდა კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს.
.
0 коммент.:
Отправить комментарий