13 თებერვალს ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მუნიციპალიტეტის მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელთა შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი:
- ურთიერთ გაცნობა, თანამშრომლობა.
- საერთო ღონისძიების დაგეგმვა.
- საჭირო პრობლემების დადგენა.
- შეხვედრის გრაფიკის შემუშავება.
- მომავალი შეხვედრის თემატიკის დადგენა.
მუსიკის მასწავლებლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს რომ, პრობლემური არის ზოგიერთ სკოლებში ინსტრუმენტის (პიანინოს) უქონლობა, ზოგან თუ არის ისიც ასაწყობია.
27 თებერვალს ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მუნიციპალიტეტის მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელთა მეორე შეხვედრა.
ეთერი ფაციამ გააცნო გაკვეთილის გეგმა, თუ როგორ იყენებს ის ახალ მეთოდებს მუსიკის გაკვეთილზე.
27 მარტს ხობის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა მუნიციპალიტეტის მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელთა მესამე შეხვედრა.
თეა კვირკველიამ გააცნო ინტეგრირებული გაკვეთილი, როგორ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილი და როგორ გამოვიყენოთ ახალი მეთოდები სხვადასხვა საგნებთან ერთად.
0 коммент.:
Отправить комментарий