пятница, 27 марта 2015 г.

კონფერენცია

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!                                                                

ხობის  საგანმანათლებლო  რესურსცენტრი  და    საჯარო  სკოლების   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მუნიციპალური  კათედრა  2015 წლის  30 მაისს გეგმავს პედაგოგთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის  მიზანი:

  • მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება .
  •  წარმატებული  მასწავლებლების  წახალისება;
  • ეფექტური, ინოვაციური  მეთოდების პრაქტიკულად  გამოყენების  სწავლება;
  • ტექნოლოგიების  გამოყენების  გზით სასწავლო პროცესისი  ხარისხის  ზრდის ხელშეწყობა.
კონფერენციის  ამოცანები:

მასწავლებელთა  მოტივირება; 
 მათ შორის  თანამშრომლობისა  და  კომუნიკაციის  ხელშეწყობა;
ტექნოლოგიების ინტეგრირება  სასწავლო  პროცესში;
სწავლა-სწავლების  ინოვაციური  მიდგომების  გაზიარება.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები: 

  • გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარება; 
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; 
  •  მშობელთა და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა; 
  • ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
კონფერენციაზე      შეიძლება     წარმოადგინოთ  შემდეგი  თემატიკის  ნამუშევრები:

  • პროექტი/პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლება;
  • პედაგოგიური  კვლევა;
  • ინოვაციური  მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება;
  •  საგანმანათლებლო  რესურსის  შექმნა-გამოყენება;
  • არაფორმალური  სწავლება;
  • სადამრიგებლო  კლასთან  მუშაობის  სიახლეები
  • დიფერენცირებული  სწავლება;
  • შებრუნებული  საკლასო  ოთახი
  • ინტეგრირებული  გაკვეთილი
  • ; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;
  •  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  •  მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა; 
  • კლასის მართვა; კომუნიკაცია და სხვა. 
  • კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის შინაარსს. 
მოსალოდნელი შედეგი:
  •  თანამშრომლობითი გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; 
  •  სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 

ეტაპები  და   ვადები:

I ეტაპი:    საკონკურსო  მასალების  წარდგენის  ბოლო  ვადაა  15 მაისი -

                                 მასალები  გამოაგზავნეთ  შემდეგ  მისამართზე:


docendodiscimus2013@gmail.com

II ეტაპი:   გადარჩევა   ტექნიკური  პარამეტრების  მიხედვით -  25 მაისი
III  ეტაპი: გამარჯვებული  თემების  რაიონულ  კონფერენციაზე  პრეზენტაცია  -30 მაისი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

 კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს.
 საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს პედაგოგის მიერ 2014-2015 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობა/აქტივობებს. 
კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი (იხილეთ ბმული) წარადგინოს მასწავლებელთა  რაიონული  კათედრის   შესაბამისი მიმართულების საგნობრივ ექსპერტ-კონსულტანტთან.
 ზემოხსენებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2015 წლის 1 აპრილიდან  და გაგრძელდება 2015 წლის 15  მაისის  ჩათვლით (მითითებული ვადების დარღვევით შემოსული განაცხადი არ 

წარმოდგენილი  ნამუშევარი   უნდა  იყოს:

        A4 ფორმატის  არაუმეტეს 4 გაშლილი  გვერდისა
  • ყველა ქართული ტექსტისათვის გამოიყენეთ ქართული UNICODE-შრიფტი(მაგალითად SYLFAEN), ზომა12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი - 1.
  • აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება - 1სმ.
  • დაშორება ფურცლის ყველა კიდიდან - 2სმ. თავსართი (header) – 1სმ, ბოლოსართი (footer) – 1,3სმ;
  • სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:
    • სათაური (ცენტრირებული, გასქელებული (Bold), ზომა14);
    • მონაცემები ავტორის (თითოეული თანაავტორის) შესახებ:
      • გვარი და სახელი (ცენტრირებული, ზომა 12);
      • ორგანიზაციის დასახელება და მისამართი (ცენტრირებული, ზომა 10);
    • ანოტაცია (რეზიუმე) სტატიის ენაზე (დაშორება მარცხნიდან = 2სმ, დახრილი (Italic), ზომა 12). ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და რთულ ფორმულებს.
  • სტატიის შესავალი და ტექსტი დაყავით აბზაცებად, პუნქტებად და ქვეპუნქტებად;
  • თუ სტატია შეიცავს ნახაზებს ან ნახატებს, აუცილებელია:
    • ნახაზი მოათავსეთ შესაბამისი ტექსტის გვერდით;
    • დოკუმენტის გადაფორმატების შემთხვევაში ნახაზი უნდა მისდევდეს ტექსტს;
    • ნახაზს უნდა ჰქონდეს წარწერა;
    • ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).
  • გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა გააფორმეთ შემდეგნაირად:
    • ლიტერატურის ნუსხა შედგინეთ ტექსტში მისი გამოყენების თანმიმდევრობის მიხედვით;
    • არ მიუთითოთ გამოუქვეყნებელი ნაშრომები (დაცული დისერტაციების გარდა);
  •  თითოეულ  მოხსენებას  უნდა  ახლდეს   პრეზენტაცია  მაქსიმუმ 15 სლაიდი. შესრულებული  POWER POINT  ფორმატში

გისურვებთ  წარმატებებს!

0 коммент.:

Отправить комментарий