ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის
გოდერძი ბუკიას მხარდაჭერით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სასკოლო ქსელის
პროექტის ფარგლებში 2015 წლის 24-25 მაისს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო ,, წყალტუბო პლაზა“-ში ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელთა კონფერენცია.
კონფერენციის
მიზანი იყო:
მასწავლებელთა
პროფესიული და პედაგოგიური-პრაქტიკული კვლევების უნარ-ჩვევების განვითარება და ამ
მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
წარმატებული
მასწავლებლების წახალისება;
ეფექტური, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკულად
სწავლების გამოყენების სწავლება;
კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: მაია ინასარიძე - ქართული ენისა და
ლიტერეატურის ექსპერტ-კონსულტანტი, მედეა სამსონია
- სასკოლო ქსელების კოორდინატორი.
საგანმანათლებლო კონფერენცია დახმარებას გაუწევს სასკოლო ქსელებში გაერთიანებულ სკოლებს თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებაში, წინსვლასა და განვითარებაში.
კონფერენციის
დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები
0 коммент.:
Отправить комментарий