სამოქალაქო განათლება




31 მაისს ხობში 2015 წლის 31 მაისხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სასკოლო ქსელების პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების და სპორტის მუნიციპალური კათედრებისა და მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების ჩართულობით ხობში აღინიშნა სხვადასხვა ღონისძიებებით. 11:00 საათზე გაიმართა მარათონი, 12:00 საათზე მოეწყო გამოფენა-აქცია, ხოლო 13:00 საათზე მოეწყო სპორტული შეჯიბრება - „ეთამაშე მასწავლებელს“. ღონისძიების ფარგლებში აქცენტები გაკეთდა მავნე ნივთიერებების, როგორიცაა თამბაქოს, ნარკოტის და ალკოჰოლის ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკ-ფაქტორებზე, ამავდრულად პოპულარიზაცია გაეწია ჯანსაღი ცხოვრების წესს. მარათონში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები (60-70 მოსწავლე), შერჩეული მარშუტით: .ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე კოლხეთის სვეტიდან - ხობის კულტურის სახლის წინმდებარე მოედნამდე. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ, რომლებიც მიესამნენ მსგავსი აქციებისა და აქტივობების ჩატარებას.

27 მაისს ხობის #2 საჯარო სკოლაში შეხვედრაზე განვიხილეთ პროექტის ,,მზერა მომავლისკენ"-ის ფარგლებში საჭირო კრიტერიუმების დაცვით ვიდეორგოლის მომზადებაზე. 


13 მაისს ხობის #2 საჯარო სკოლაში შეხვედრაზე განვიხილეთ პრეზენტაციის წარმათვისათვის PowerPoint-ში მუშაობის საჭირო ფუნქციები და შაბლონიდან ბროშურის შექმნა. მასწავლებლებმა შეაჯერეს სამუშაო და შეთანხმდნენ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის თითოეულმა სკოლამ შექმნას დაახლოებით 80 ცალი ბუკლეტი.

17 აპრილს ხობის #2 საჯარო სკოლაში შეხვედრაზე შევიმუშავეთ პროექტის ,,მზერა მომავლისკენ" სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი.

4 აპრილს ხობის #2 საჯარო სკოლაში შეხვედრაზე ვისაუბრეთ პროექტული სწავლების პრიორიტეტებზე. პროექტის შერჩევის მიზნით წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის პრობლემები და ხმათა უმრავლესობით. არჩეულ იქნა თემატიკა მოზარდების ინფორმირებულობა თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე.
დაიწერა პროექტი, რომლის სახელწოდებაა: ,,მზერა მომავლისკენ". პროექტის კოორდინარორი: ბელა ქვარცხავა; პროექტის ხელმძღვანელი: მაია კვამპალიანი

24 მარტს სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ანაბასისი"-მა და კლუბის ხელმძღვანელმა ბელა ქვარცხავამ ჩაატარა ტუბერკლუზთან ბრძოლის საერთაშორისო დღის კვირეული. კლუბის წევრები შეხვდნენ ზემოთ აღნიშნული სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელ ელზა ნანეიშვილს, რომელმაც ისაუბრა ტუბერკულოზის გავრცელების გზებზე და თუ როგორ დავამარცხოთ ეს დაავადება. 
კვირეულის დასასრულს ჩატარდა სპორტული მარათონი, სადაც მონაწილეობა მიიღო გოგონების და ბიჭების გუნდმა. 
გამარჯვებულებს გადაეცა დიპლომები და ფასიანი საჩუქარი.

6 მარტს ხობის #2 საჯარო სკოლაში შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ბელა ქვარცხავასთან ერთად პრაქტიკულად  გავაკეთეთ პროგრამა easyQuizzy-ით სავარჯიშო ტესტები, რომელიც ეფერქტური და ხელმისაწვდომია ტესტების შესაქმნელად.

13 თებერვალს ხობის #1 საჯარო სკოლაში პირველ შეხვედრაზე საზოგადოებრივ მეცნიერებების მასწავლებლებმა მოისმინეს მეორე ეროვნულ კონფერენციაზე გამარჯველული მასწავლებლების თემის პრეზენტაციები.

შეხვედრაზე ასევე ჩამოვაყალიბებით მიზნები და აქტივობები

მიზნები:
  • საერთო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • საერთო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება
შემდეგი შეხვედრისთვის დაიგეგმა შევისწავლოთ პროგრამა easyQuizzy. მისი საშუალებით შევძლებთ შემაჯამებელი დავალებების ბაზის შექმნას.
























0 коммент.:

Отправить комментарий