ვაჟა- ფშაველას კონკურსში გამარჯვებული ხობის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით ისწავლის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე.
მოსწავლეები გაივლიან 3 კვირიან ინტენსიურ (არანაკლებ 20 საათი კვირაში) ინგლისური ენის საზაფხულო კურსებს.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებიდან შეირჩევა 36 საუკეთესო მოსწავლე,
(12 მოსწავლე - თითო ნაკადიდან).
რჩეულები სამ ნაკადად გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის წარგზავნილებს.
Posted in:
0 коммент.:
Отправить комментарий