პროექტი - ,, დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“
ხობის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის და გეოგრაფიის
მასწავლებლებმა სასკოლო ქსელის ფარგლებში დაგეგმეს
დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული
-
კვირეული გახსნეს 15 აპრილს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა და 22 აპრილს- დედამიწის დღეს მათ შეურთდა
გეოგრაფიის მასწავლებელთა კათედრა საბაზო და
საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად. კვირეული დაიხურა 29 აპრილს.
პროექტის იდეის საფუძველი იყო ეკოლოგიური
პრობლემები, რომლის წინაშეც დგას პლანეტა დედამიწა. პროექტში მონაწილეობდნენ
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების
ამაღლება
პროექტის
ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; შიდა სასკოლო კონფერენციები; სკოლის ეზოში
ხეების დარგვა;ყვავილნარის
გაშენება; ექსკურსიები და ლაშქრობები; შიდა
სასკოლო გამოფენების მოწყობა; დოკუმენტური ფილმების ჩვენება და სხვა
კვირეული დამთავრდა ფლეშმობით და
აქციით ,,მწვანე ლენტი“